პოლიტიკა
მეტი ვანო ოპოზიციას - კალაძე მერაბიშვილის გათავისუფლებაზე
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გამოეხმაურა - "მეტი ვანო ოპოზიციას"

„მერაბიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე აშკარა, რომ იგი დროსა და სივრცეში არის დაკარგული. ვაცადოთ, ჩაეხუტოს ოჯახს, გაერკვეს, თუ რა რეალობაა, რა ხდება და შემდეგ მოვუსმინოთ", - განაცხადა კახა კალაძემ.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა.
Print