პოლიტიკა
რუსეთის დელეგაცია თბილისში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას დაესწრება
რუსეთის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში, რომელიც მაისში, თბილისში უნდა ჩატარდეს - განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა. მისი თქმით „დელეგაციის შემადგენლობა ჯერ განსაზღვრული არ არის. დელეგაციის საკითხი ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა“.
შეგახსენებთ 14-15 მაისს, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ.

Print