პოლიტიკა
აღელვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა- ევროპარლამენტარი
ხელისუფლებას გიგი უგულავას დაპატიმრების გამო ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩინეს აკრიტიკებს.
ევროპარლამენტარის განცხადებით, სასამართლოს ოპოზიციის წინააღმდეგ გამოყენება საქართველოს იმიჯს დააზიანებს.
,,არსებობს შეშფოთება, იმედგაცრუება. მე პირადად მიჩნდება კითხვა, აღელვებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის პროევროპული გზა და არის თუ არა მისთვის მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულებები. მისი ბოლო ნაბიჯი პროვოკაციული იყო. რა თქმა უნდა, ყველა ფაქტს დეტალურად შევისწავლით, მაგრამ როგორც ჩანს, სასამართლოს იყენებენ ოპოზიციის წინააღმდეგ. ამას არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც კანონის უზენაესობასთან. დიახ, ვშიშობ რომ ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები დააზიანებს საქართველოს იმიჯს. ჩვენ ნაწყენი ვართ. როგორც საქართველოს მეგობრები კარგ ამბებს ველოდით. ცუდი ამბები მხოლოდ თქვენს დიდ მეზობელს ახარებს"- აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნიავიჩინე.

Print