Error
პოლიტიკა
"მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა ჩემსა და ჩვენ ირგვლივ”.
ქართული ოცნების დეპუტატმა, კარო კოპალიანმა პარლამენტი მას შემდეგ დატოვა რაც ტექნიკური უნივერსიტეტში კანცლერად აირჩიეს, მან გამოსამშვიდობებელ სიტყვაში ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა.
საკითხის კენჭისყრამდე კარლო კოპალიანმა პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, პრემიერ -მინისტრს გიორგი გახარიას, მინისტრთა კაბინეტსა და დეპუტატებს მადლობა გადაუხადა.
"ბატონებო, მინდა ამ დარბაზში შევქმნა პრეცედენტი, როდესაც პარლამენტს გუნდის წევრი ტოვებს არა გაბრაზებული, არამედ მადლიერებით აღვსილი. მინდა ეს მომავალში მაგალითად იქცეს. მინდა, მადლობა ვუთხრა ცაგერის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველს , რომელმაც 2008 წელს გამბედაობა გამოიჩინა და ხმა ოპოზიციონერ კანდიდატს მისცა. მე ამ 12 წლის განმავლობაში მათთვის არასდროს მიღალატია. მადლობა მედიას, მთავრობას, ძალიან მაგარ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და მის კაბინეტს, მადლობა ჩემს კოლეგებს. მადლობა ბატონ ბიძინას, იმ ადამინს, ვინც ეს ყველაფერი შექმნა ჩვენ ირგვლივ. მადლობა კაცს, რომელმაც შეძლო და საქართველოში პირველად არჩევნების გზით შეცვალა მოძალადე ხელისუფლება. ადამიანს, რომელმაც თავის დროზე ერთ-ერთმა პირველმა დამიძახა და შანსი მომცა, იმ ხალხის გვერდით ვყოფილიყავი, ვინც "ქართული ოცნება" დააფუძნა. მადლობა მას ამ შესაძლებლობისა და 7 წლისათვის , რომ მომეცა საშუალება ჩემი მოკრძალებული სიტყვა მეთქვა ქართულ პოლიტიკაში. მადლობა "ქართული ოცნებისა" და ჩვენი ქვეყნის უპირობო ლიდერს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, კახის, ირაკლის , დიტოს, ჩვენს პარტიულ ოფისს," - განაცხადა კოპალიანმა.
ქართულმა ოცნებამ კარლო კოპალიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ბოიკოტის გამო სხდომა არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიები ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო და პატრიოტთა ალიანსი.

Print