ახალი ამბები
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვებას ზეიმობს [ფოტო, ვიდეო]
თბილისის დროით ღამის 3 საათზე დიდი ბრიტანეთი, დაახლოებით 3-წლიანი ქაოსის შემდეგ, საბოლოოდ გავიდა ევროპული ოჯახიდან. 47 წლის შემდეგ ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც დატოვა ევროკავშირი.

ამასთან დაკავშირებით, ლონდონში საზეიმო ცერემონია გაიმართა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და მოსახლეობას ისტორიული დღე მიულოცა.





აღსანიშნავია, რომ ამიერიდან 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ უნდა მოახერხოს 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება.








შეგახსენებთ, 2016 წელს ჩატარებული რეფერენდუმის დროს, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-მა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო 48%-მა ბლოკში დარჩენას მისცა ხმა.
Print