ახალი ამბები
ევროსაბჭო "ქართული ოცნებისგან" სანდო საარჩევნო სისტემას ითხოვს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებით სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი, რომელიც 2019 წლის 10 ქვეყნის მონიტორინგის შედეგებს ეფუძნება. ამ ქვეყნებს შორისაა საქართველოც.

როგორც რეზოლუციაში ვკითხულობთ, ასამბლეა, ასევე, შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ 2018 წლის საპრეზიდენიტო არჩევნების დროს მომხდარი გამოუძიებლობის და საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევის გამო.

ამასთან ერთად, რეზოლუციაში საუბარია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ხარვეზებზეც. მათ შორის იმაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისას გამოიკვეთა ხარვეზები, შერჩევის კრიტერიუმები არ იყო მკაფიო და გადაწყვეტილების საფუძლვიანი დასაბუთება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მმართველ გუნდს მოუწოდებს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე უზრუნველყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება ყველა დაინტერესებული მხარის ნდობა და მხარდაჭერა.

ასევე ასამბლეა მოუწოდებს, რომ გაიზრიაონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და დანიშვნის შესახებ, განახორციელოს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა და დაძლიოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია.
Print