პოლიტიკა
,,ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენი პარლამენტის წევრების მუშაობის პერსპექტივას საქართველოში" - პეტრე ტოლსტოი.

ამბობს რუსეთის დელეგაციის მეთაური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, როგორც პეტრე ტოლსტოი აღნიშნავს, უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების მცდელობის მიუხედავად, რომლებიც უკმაყოფილონი არიან რუსეთის დაბრუნებით ამ ორგანიზაციაში და მისი გაძევება სურდათ, ასამბლეის წევრებმა ხმების დიდი
უმრავლესობით, რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილება დაამტკიცეს. ამიერიდან რუს დეპუტატებს მშვიდად მუშაობა შეუძლიათ. "ჩვენ არაკეთილმსურველების შეტევა მოვიგერიეთ. რას ვიზამთ, მუდმივად გაჭიანურებული ომის პირობებში ვართ - იმ ომისა, რომლის ჩვენდამი თავსმოხვევას უკრაინა, პოლონეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ცდილობენ. ამიტომაც არ ვიტყოდი, რომ ეს გამარჯვებაა. უბრალოდ, ეს არის არამეგობრული შემოტევის მოგერიება", - ამბობს პეტრე ტოლსტოი.
- უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში ძირითადად კონფლიქტურია, ასევეა საქართველოსთანაც. როგორც უკვე ცნობილია, თბილისი ასამბლეის ამ სესიაზე ევროპის საბჭოს თავმჯდომარე გახდა. როგორი ურთიერთობა გაქვთ უკრაინისა და საქართველოს დელეგაციებთან?
- არც უკრაინის და არც საქართველოს დელეგაციებს ჩვენთან პირდაპირი კონტაქტი არ სურთ - მათ ეშინიათ, თავს არიდებენ შეხვედრებს და აგრძელებენ კლიშეების დაშტამპვას რაღაც ოკუპაციისა თუ ანექსიის შესახებ. სანამ ისინი ამ საქმით იქნებიან დაკავებულნი, სანამ ისინი თავხედური და უტიფარი გამოხტომების მცდელობებს არ შეწყვეტენ, მათთან ურთიერთობის აწყობა შეუძლებელია. კონტაქტები საერთაშორისო სამართლის საფუძველზე გვექნება მხოლოდ იმ პარლამენტარებთან, რომლებიც პატივისცემით მოეპყრობიან რუს დეპუტატებს და მათ უფლებამოსილებას. მზად ვართ მიზანმიმართული, შინაარსობრივი შეხვედრებისთვის, მაგრამ არა საკარნავალო ფორმით.
- მიმდინარე წლის მაისში დაგეგმილი ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა საქართველოში უნდა ჩატარდეს. ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ასამბლეაში გამოსვლისას, თქვა, რომ თბილისი მზადაა რუსეთის დელეგაციის მიღებისათვის...
- და განა მათ შეუძლიათ, რომ ჩვენი დელეგაცია არ მიიღონ?- როგორც ცნობილია, იყო გარკვეული სიფრთხილე და ეჭვები... ბოლოს და ბოლოს, თბილისში მაღალი დონის ვიზიტები 2008 წლის შემდეგ აღარ ხდებოდა...
- თბილისში წასვლის გადაწყვეტილებას პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიღებენ - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენთან აღმასრულებელი ხელისუფლება აგვარებს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს - როგორც
Print