ახალი ამბები
აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა
აშშ-ის ახალი ელჩი კელი დეგნანი საქართველოში ჩამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„ამერიკის საელჩო მოხარულია, გაცნობოთ ელჩი კელი დეგნანის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსვლის შესახებ.

მოგესალმებით საქართველოში, ქალბატონო ელჩო! ჩვენ მოუთმენლად ველით შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გასამტკიცებლად ერთად მუშაობას“
, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
Print