პოლიტიკა
სენატორი - "ქართული ოცნების" დეპუტატებმა ვერ მოახერხეს შეესრულებინათ დაპირება, რომელიც უზრუნველყოფდა 2020 წელს სრულად პროპორციული სისტემის დანერგვას

სენატორი როჯერ ვიკერი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარაიას წერილს უგზავნის. წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაასაჯაროვა.
სენატორის წერილში ნათქვამია, რომ პარლმენტის წევრებმა "ქართული ოცნებიდან" ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს.მასში ასევე საუბარია ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის წევრების მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია, როგორც საქართველოს ძლიერი მოკავშირე, მოხარული ვარ, რომ ვხედავ ყველა მიღწევასა და წინსვლას, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ ბოლო 16 წლის მანძილზე მიაღწია. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, კონკრეტულმა ქმედებებმა ინსტიტუციების გაძლიერების მიზნით, მათ შორის სასამართლო რეფორმის მრავალმა რაუნდმა და სიცოცლისუნარიანმა და ჩართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ თქვენი ქვეყანა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ რესპუბლიკად აქცია. მე ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩემს ენთუზიაზმს საქართველოში განგრძობადი დემოკრატიული წარმატებების შესახებ, ამიტომაც გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. გასულ თვეს საქართველოს პარლმენტის წევრებმა "ქართული ოცნებიდან" ვერ მოახერხეს შეესრულებინათ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება, რომ გაატარებდნენ კონსტიტუციურ ცვლილებებს, რომელიც უზრუნველყოფდა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას 2020 წელს. ეს საარჩევნო ცვლილებები სარგებლობს ფართო მხარდაჭერით ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დემოკრატიაც მას უჭერს მხარს, რათა მიაჩნია, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მულტიპარტიული დემოკრატიის გამყარებისთვის. სამწუხაროდ, ცვლილებების გასაოცრად ჩავარდნამ უკვე გამოიწვია საჯარო ნდობის რღვევა მომავალი წლის არჩევნებისადმი. შემაშფოთებელია ასევე ბოლოდროინდელი სიჭარბე სისხლის სამართლის დევნისა, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წინააღმდეგაა მიმართული. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლითაც ის ოპოზიციას პატიმრობით ემუქრება, აღრმავებს შფოთვას სასამართლო საქმეების შერჩეული დროისა და პირობების შესახებ ისეთი მნიშვნელოვანი ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ, როგორებიცაა გიგა ბოკერია და ნიკა მელია. გასულ კვირას, "ქართული ოცნების" მიერ ცალმხრივად უვადოდ 14 უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა, მიუხედავად სერიოზული კითხვებისა, რომელიც მათ იურიდიულ კვალიფიკაციას ეხება, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას კანონის უზენაესობისადმი. დამტკიცებული მოსამართლეების ასეთი დიდი რაოდენობა ასევე აღემატება " უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების იმ რაოდენობას, რაც საჭიროა, უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის"-როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშია მითითებული, როცა მოსამართლეების შერჩევისადმი საზოგადოების დაბალ ნდობაზე საუბრობდა. მაშინ, როცა არჩევნები ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში უნდა გაიმართოს, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, რომ იჩქაროს საარჩევნო სისტემის მიღება, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერით ისარგებლებს და უზრუნველყოფს თანაბარ წესებს ყველა მოთამაშისთვის. თუ, მსგავსი ზომები არ მიიღება, უნდობლობამ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუციების მიმართ შესაძლოა ძირი გამოუთხაროს მომავალი წლის არჩევნების ლეგიტიმურობას და ქვეყნის სასამართლოს გამჭვირვალეობას. როგორც ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის დიდი ხნის დამცველი, მსურს ვნახო საქართველო, რომელიც აგრძელებს სწრაფვას თავისუფალი და წარმატებული საზოგადოებისთვის, უსაფრთხოდ თავის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. თანამშრომლობის ამ სულისკვეთებით, იმედი მაქვს თქვენ სერიოზულად განხილავთ ამ შეშფოთებას და გარანტირებულად უზრუნველყოფთ სიტყვის, პრესის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლებას, რაც შესაბამისაბაში მოდის საქართველოს როგორც ეუთო-ს წევრი ქვეყნის ვალდებულებებთან", - ნათქვამია წერილში.



Print