ახალი ამბები
"დაელოდეთ ფინალურ სერიას" - დატოვებს თუ არა თანამდებობას გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჟურნალისტებს კითხვაზე, ტოვებს თუ არა თანამდებობას, პასუხობს, რომ "ფინალურ სერიას დაელოდნონ".

"თქვენ ისე დაჟინებით მეკითხებით, მაინცდამაინც გინდათ, რომ დაგასპოილეროთ? დაელოდეთ ფინალურ სერიას"
, — განაცხადა გახარიამ.

მედიაში გავცრელებული ინფორმაციით, გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს მალე დატოვებს.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად 8 სექტემბერ დაინიშნა . მიუხედავად იმისა, რომ გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას საზოგადოების ნაწილი სამ თვეზე მეტ ხანს ითხოვდა, მმართველმა პარტიამ იგი დააწინაურა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის შემცვლელად აირჩია.



წყარო: on.ge
Print