ახალი ამბები
პოლიტიკოსებს შორის სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ყველაზე უარყოფითი შეფასება აქვთ
27 პოლიტიკოს შორის საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოსახლეობა ყველაზე უარყოფითად აფასებს. ასე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი, 49 პროცენტი ფიქრობს. კვლევის შედეგები NDI-მ გამოაქვეყნა.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 19 ნოემბერისა და 13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,180 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი.
Print