ახალი ამბები
2018-2019 წლებში მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა 53 რეკომენდაცია გასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, დღეს, დეპუტატებმა 2018-2019 წლებში გაწეული მუშაობის შესახებ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ინფორმაცია მოისმინეს. სამსახურის უფროსის განცხადებით შემოწმდა 6 ორგანიზაცია,რის შემდეგაც კანონთან შესაბამისობის კუთხით 53 რეკომენდაცია გაიცა.რეკომედაციების უმრავლესობა, კონკრეტულად კი 21 რეკომენდაცია გაიცა ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკზე.



Print