დაკავებულები, უგულავა და კანდელაკი გაანთავისუფლეს
„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიორგი კანდელაკი, რომელიც მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ეროვნული ბიბლიოთეკის შენობიდან განარიდეს, აქციაზე დაბრუნდა.

როგორც კანდელაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

„ჩემთვის ვიდექი და საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდი, ანუ მაინც უკანონოდ აღმიკვეთეს თავისუფლება. სამწუხაროდ, ჩვენი სამი მეგობარი, სამი აქტივისტი კვლავ დაკავებულია. ისინი კახეთის გზატკეცილზე წაიყვანეს. ეს არის აგონია, ასლან აბაშიძის ბოლო პერიოდს მაგონებს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის აგონია. აცხადებს გიორგი კანდელაკი. 


ასევე დაკავებული გიგი უგულავა გაანთავისუფლეს.

„მე ვიდექი ფურცელაძის ქუჩის კუთხეში, რა დროსაც დამიჭირეს. ავლაბარში მიმიყვანეს. განგარიდესო, ასე მითხრეს. განრიდება ვითომ მათ ჰგონიათ, რომ კანონიერია, ესეც უკანონოა. არაფერი არ ხდებოდა საერთოდ იმ მომენტში,“ - აცხადებს კანდელაკი."ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა, რომელიც საჯარო ბიბლიოთეკიდან პოლიციამ გაიყვანა, ყვება, რომ ის სამართალდამცველებმა ავლაბრის მეტროსთან ჩამოსვეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

უგულავას თქმით, პოლიციამ უთხრა, რომ მის სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყოლოდა და ამიტომ განარიდეს.

"მითხრეს, პარტიის ლიდერი ხარ და შენს სიტყვას შესაძლოა, ესკალაცია მოჰყვესო. ჩემს სიტყვას თუ შეიძლება, რომ ასეთი შედეგი მოჰყვეს, ეს მხოლოდ კომპლიმენტია. ავლაბრისკენ წავედით, იქ ჩამომსვეს, საფულეც არ მქონდა და ღვთისნიერმა "ტაქსისტმა" მომიყვანა", - განაცხადა უგულავამ.


Print