ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე
დღეს, ბორჯომის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდხანს იმსჯელეს და ხმაური მოჰყვა მეოთხე საკითხს , რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2018-2019 წწ-ში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას ეხებოდა. კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე, განხილულია 138 საკითხი და მათგან აღიარება მხოლოდ ერთმა მოიპოვა. აღნიშნულის შემდეგ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა თედო მელიქიძემ პრეტენზიებით მიმართა მაკა კიკაბიძეს. მისი თქმით, მოსახლეობას პასუხი საკუთარ განცხადებაზე გვიან უბრუნდება, უწევთ ლოდინი წლების განმავლობაში, რაც აფერხებს აღნიშნულ პროცედურებს და იწვევს გარკვეულ პრობლემებს. დეპუტატებმა, პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს, თუმცა კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.



Print