ახალი ამბები
"რუსეთი ოკუპანტია" - წარწერები ბორჯომში წაშალეს
წარწერები ბორჯომის ქუჩებში, "რუსეთი ოკუპანტია" წაშლილია. წითელი საღებავით გაპროტესტებული ოკუპაცია, დღეს სხვადასხვა ფერის საღებავებით გადაღებეს და წარწერები წაშალეს.

ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე, სტენსილები რამდენიმე დღეა გამოჩნდა. ეს არის ქუჩა სადაც ყველაზე მეტი ტურისტი გადაადგილდება.


"არც ის დაგვინახავს ვინ დაწერა და არც ის ვინ წაშალა" - ამბობენ ამ ქუჩაზე მცხოვრებლები და მოვაჭრეები. 










ფოტოები: ლუკა თაბუნიძე
Print