ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე - სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა

„ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან

ფოფხაძემ პლენარულ სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსებმა ერთიანი მორალური სტანდარტით უნდა ისაუბრონ და თუკი 7 ნოემბრის და 26 მაისის მოვლენები ერთი სტანდარტით ფასდება, არ შეიძლება 20-21 ივნისის მოვლენები სხვა სტანდარტით შეფასდეს.

„ჩვენ ერთიანი მორალური სტანდარტი უნდა გვქონდეს. არ შეიძლება 7 ნოემბერს, 26 მაისს ვაფასებდეთ ერთი სტანდარტით, იმიტომ, რომ იქ უშუალო მონაწილეები ვართ, თუმცა ყველაზე არ ვამბობ, რადგან მათი ნაწილი მაშინაც მეორე მხარეს იყო. ეს ერთიანი სტანდარტი საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ელემენტარული მორალი. 7 ნოემბერსაც გვეძახეს, რომ ჩვენ ვართ აგენტები, გვინდა დავამხოთ ხელისუფლება, ამ მოტივით შეიჭრა მაშინ ხელისუფლება „იმედში“ და აიღო ტელეკომპანია. რაც ხდებოდა 20 ივნისს, იმას არანაირი მორალური სტანდარტი არ აქვს. ჩვენ ომი გამოვუცხადეთ საკუთარ ხალხს. მეტიც, არც გამოვუცხადეთ, გამოცხადების გარეშე დაიწყო ეს ყველაფერი. 15 წუთით ადრე პრემიერი გვპირდებოდა ყველას, რომ ეს არ არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რომ სისხლი არ დაიღვრება, რეზინის ტყვიები არ იქნება, მომწამლავი გაზი არ იქნება. 15 წუთის მერე ამ განცხადებიდან დაიწყო შტურმი საკუთარ ხალხზე და იქ „ნაციონალების“ ფაქტორით ამ ყველაფრის გადაფარვა ამორალურია. გახარია სამეგრელოში იყო და იმ საარჩევნო კამპანიას შეეწირა ჩემი მეგობრის დედა, ია კერზაია, იმ ტერორს, რომელიც სამეგრელოში ხდებოდა და აქ რაც მოხდა, ეს ელემენტარული ძალადობაა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის სიტყვით გამოსვლას უმრავლესობის მხრიდან უკმაყოფილება და შეძახილები მოჰყვა, რაც საბოლოოდ უმრავლესობის დეპუტატებსა და გედევან ფოფხაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ გინდათ დაიცვათ გახარია, მაგრამ მე ჩემს სათქმელს ვიტყვი, რადგან ჩემს სინდისთან უნდა ვიყო მართალი. „ნაციონალური მოძრაობა“ არაა ახლა ამ დარბაზში. მე ვარ და მე გაგცემ პასუხს. ნაციონალური ზონდერებითაა გავსებული ძალოვანი სტრუქტურები. მოსამართლეები სულ „ნაციონალი“ ზონდერები არიან. ეს ახალია ვინმესთვის? „ქართული ოცნების“ „ნაციონალიზაცია“ რომ დამთავრდა 20 ივნისს, ეს არის მთავარი შედეგი ამ ყველაფრის. ამას ან ყველა თვალს გავუსწორებთ ან ყველა სიცრუეში ვიცხოვრებთ. სადაც არის გახარია, იქ არის სისხლი და ცხედრები - ეს არის რეალობა“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დეპუტატის ამ სიტყვებს უმრავლესობის კიდევ უფრო მეტი გაღიზიანება და მწვავე კამათი მოჰყვა.

 

FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
#ქალაქიხასიათით-ასე ერქვა ქართული მინერალური წყალი
„ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომლის მიზანიც საქართველოს
ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა
13:21 / 22.11.2019
#ქალაქიხასიათით-ასე ერქვა ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“ შემოქმედებით კონკურსს, რომლის მიზანიც საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება
უნდოდათ.
10:47 / 22.11.2019
„ევროპული საქართველოს“ ახალციხის ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაცის შენობაზე ბოქლომის დადება უნდოდათ.
ახალციხეში სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით
დასრულდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა ერთი, რომელიც
თბილისში გადაიყვანეს.
10:20 / 22.11.2019
ახალციხეში სოფელ ფარეხასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაიცვალა ორი ადამიანი და დაშავდა ერთი, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.
მთავარანგელოზობის დღესასწაული ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში
აღნიშნეს. VII-VIII საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში
16:32 / 21.11.2019
მთავარანგელოზობის დღესასწაული ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში აღნიშნეს. VII-VIII საუკუნეების მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში
გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს. დამოუკიდებელმა
დეპუტატმა ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში, განათლების
კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
12:33 / 21.11.2019
გედევან ფოფხაძე განათლების კომიტეტს ტოვებს. დამოუკიდებელმა დეპუტატმა ამ გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -4 - 9 °C
img
ახალციხე -6 - 9 °C
img
თბილისი -2 - 5 °C
img
ასპინძა -4 - 8 °C
img
ახალქალაქი -7 - 4 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.3000
GBP
GBP
1
3.8549
TRY
TRY
1
0.5229
USD
USD
1
2.9781
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.