ახალი ამბები
SJMC-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს სხდომაზე სოფლების გაზიფიცირების საკითხი დააყენეს
დაახლოებით 10 სოფლის გაზიფიცირება იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე, რომელიც სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის წარმომადგენლებმა წარადგინეს. ეს პრობლემა სხვადასხვა თემში ჩატარებული 20 შეხვედრიდან გამოიკვეთა. სამოქალაქო ჩართულობის საბჭოს წევრებმა დეპუტატებს პრობლემა გააცნეს. ისინი უახლოეს მომავალში პეტიციის მომზადებას იწყებენ. ადგილობრივი თვითმმართველობა ინიციატივას მხარს უჭერს და მოუწოდებენ ადგილობრივებს, ხელმოწერებით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.
Print