ახალი ამბები
ირაკლი კობახიძემ მითხრა, შენ რეიტინგი არ გაქვსო - გედევან ფოფხაძე
ძალიან შეურაცხყოფილად ჩავთვალე თავი, როცა გამომიცხადეს, შენ გუნდისთვის რეიტინგული აღარ ხარო და წყალობად გთავაზობთ სიაში ჩაწერასო, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც ეს მისი მისამართით პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, არასდროს დაავიწყდება.

„პოლიტსაბჭოს სხდომაზე, როცა ჩემს კანდიდატურაზე საუბრობდა, კობახიძემ გამომიცხადა შენ რეიტინგი არ გაქვსო, მე მაშინ პირდაპირ ვუთხარი, თუ რეიტინგი არ მაქვს, არათუ მაჟორიტარად არ უნდა დამაყენო, არც სიაში არ უნდა ჩამწერო-მეთქი. თუ მაჟორიტარად არ მაყენებთ, სიაში ჩაწერაზე უარს ვაცხადებ-მეთქი. ვერაფერს ვერ მეტყოდა, ჩემმა თანაგუნდელებმა ისეთი სოლიდარობა გამომიცხადეს ეკას თამადობით, ეკამ პირდაპირ თქვა, თუ გედის პრობლემები ექნება, როგორც მაჟორიტარს, ჩემს მანდატს დავდებ და მეც გავალო. პოლიტსაბჭოში რაღაც გვეკითხებოდა იმ ეტაპზე. ეს პოლიტსაბჭოს სხდომა არასოდეს დამავიწყდება, იმიტომ რომ ძალიან შეურაცხყოფილად ჩავთვალე ჩემი თავი, როცა გამომიცხადეს, შენ გუნდისთვის რეიტინგული აღარ ხარო და წყალობად გთავაზობთ სიაში ჩაწერასო.

მე მას არ ვურჩევ ფსონების დადებას, ნიძლავები არ დადოს, თორემ გაიყიდება. თუ ის ნიძლავების დადებას დაიწყებს პროცენტებზე, კობახიძეს ძალიან სერიოზული ხარჯების გაწევა მოუწევს. როცა მას ხმები დაუთვლია, ვერასდროს გაურტყია. ხუთჯერ, თუ ექვსჯერ ვთხოვე ერთ-ერთ კანონპროექტზე სარეიტინგო კენჭისყრა ჩაატარე, ვარდება და ნუ გაიტან, იმიტომ რომ არ ვაძლევთ ხმას-მეთქი. როცა ას კაცში ვერ დაითვლი რამდენი გაძლევს ხმას, ასეთ ადამიანს მილიონების დათვლა აღარ უნდა თხოვო და საარჩევნო შტაბის უფროსად არ უნდა დანიშნო, იმიტომ რომ ის კანონპროექტი ჩავარდა. კობახიძე სტატისტიკაში არის პელე, გამოცნობაში და პროცენტების დადებაში არის პელე“, - განაცხადა ფოფხაძემ.
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
1 აშშ დოლარის ოფიციალური
ღირებულება 2.8661 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად,
16:44 / 12.12.2019
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8661 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს
14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი
შალვა თადუმაძე (89 ხმით),
16:31 / 12.12.2019
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით),
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ
ლიდერს,  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება
შეუწყდა.
15:55 / 12.12.2019

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს,  ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
14:06 / 12.12.2019
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები
70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო
პირველი ივლისიდან -300 ლარს.
13:27 / 12.12.2019
პირველი იანვრიდან მთაში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული პენსიონერები 263 ლარ პენსიას მიიღებენ, ხოლო პირველი ივლისიდან -300 ლარს.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -3 - 8 °C
img
ახალციხე -4 - 6 °C
img
თბილისი -1 - 4 °C
img
ასპინძა -3 - 8 °C
img
ახალქალაქი -7 - 1 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2028
GBP
GBP
1
3.8004
TRY
TRY
1
0.4975
USD
USD
1
2.8896
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.