ახალი ამბები
NDI-ის კვლევა - გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 8% - “ნაციონალურ მოძრაობას“, ხოლო 4% - “ევროპულ საქართველოს“
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხული მოსახლეობის 26% ხმას "ქართულ ოცნებას" მისცემდა, 8% - ერთიან "ნაციონალურ მოძრაობას", ხოლო 4% - "ევროპულ საქართველოს".

NDI-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 13% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას და 9% აცხადებს, რომ სხვა პარტიას.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK აიდ-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ჩღღჩ-საქართველო ატარებს.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.
Print