ახალი ამბები
"ქართულ ოცნებას" ბორჯომში ლევან ლიპარტია უხელმძღვანელებს
ბორჯომში "ქართული ოცნების" თავმჯდომარე შეიცვალა, მმართველი პარტიის რაიონულ კონფერენციაზე, პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარედ ლევან ლიპარტია აირჩიეს.
მმართველი გუნდის შეკრება ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გაიმართა და მას პარტიის ლიდერები, წევრები და აქტივისტები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე არ გამოჩენილა ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე. პარტიის ბორჯომის ოფისს დღემდე ყოფილი გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.
Print