ახალი ამბები
დღეს ბორჯომში „ქართული ოცნება“ რაიონულ კონფერენციას მართავს
დღეს ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მმართველი პარტიის წევრები, აქტივისტები და ლოდერები იკრიბებიან.
"ქართული ოცნების" რაიონული კონფერენცია 17:00 საათზეა ჩანიშნული.

შეხვედრის მთავარი საკითხი, ბორჯომის ორგანიზაციის თავმჯდომარის არჩევა იქნება, დღესვე იმ დელეგატებს აირჩევენ, რომლებიც ბორჯომს "ქართული ოცნების" მთავარ ყრილობაზე წარადგენენ.

პარტიის ბორჯომის ორგანიზაციას დღემდე, ბორჯომის ყოფილი გამგებელი, დიმიტრი ყიფიანი ხელმძღვანელობდა.

"ქართულმა ოცნებამ" პარტიული კონფერენციების გამართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო, საბოლოოდ კი პარტიის ერთიანი ყრილობა ჩატარდება, სადაც პარტიის ხელმძღვანელი პირები ხელახლა აირჩევა.

Print