ახალი ამბები
ბორჯომში ბრძოლა ხელფასების მომატებისთვის დასრულდა
სამთვიანი ლოდინის შემდეგ, მერიის თანამშრომლებისთვის მომატებული თანამდებობრივი სარგოს საკითხმა 21 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა , წინააღმდეგი მხოლოდ 1 დეპუტატი იყო. საკითხის განხილვას 28 დეპუტატიდან 6 ოპოზიციონერი დეპუტატი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრებოდა. დამტკიცებული სახელფასო ნუსხის მიხედვით, შემცირებულია მხოლოდ მერის ხელფასი, მისი მოადგილეების და სამსახურების ხელმძღვანელების ანაზღაურება კი გაზრდილია. რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატებმა დღესვე კენჭი უყარეს საკრებულოს თანამშრომლების ხელფასების დამტკიცების საკითხს.
Print