ახალი ამბები
იმპიჩმენტი შედგა - ცხრამეტი ორის წინააღმდეგ
იმპიჩმენტი შედგა. ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულია. ზაზა ჩაჩანიძეს საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარი 19-მა დაპუტატმა უთხრა, მათ შორის მისივე თანაგუმდელებმა. საკანონმდებლო ორგანოს შეკრებას დღეს ჩაჩანიძე არ დასწრებია. სხდომა დახურული იყო და მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს მიეცათ კენჭისყრაზე დაკვირვების საშუალება. შენობის გარე პერიმეტრს კი დილიდან სამართალდამცველები იცავდნენ და შენობაში არავის უშვებდნენ.
Print