ახალი ამბები
"საკრებულოს დღესვე შეეძლო თავმჯდომარის არჩევა და ხელფასების საკითხის განხილვა"-სამართლიანი არჩევნები
"სამართლიანი არჩევნების" სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონული კოორდინატორი აცხადებს , რომ საკრებულოს დღესვე შეეძლო ახალი თავმჯდომარის არჩევა და მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხის განხილვა. ნინო ბიბილეიშვილი აქვე განმარტავს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით საკრებულოს კანონი არ დაურღვევია და მათ უფლება ჰქონდათ აღნიშნული საკითხების განხილვა რიგგარეშე სხდომისთვის გადაედოთ.
Print