ახალი ამბები
ლიდერთა საბჭოს შეხვედრა ბორჯომის საკრებულოში
ამ წუთებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიდერთა საბჭოს წევრებთან შეხვედრა მიმდინარეობს. საბჭოს წევრები, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები საკრებულოს თავმჯდომარეს ზაზა ჩაჩანიძეს და ოპოზიციონერ დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში ხვდებიან. შეხვედრა დახურულია. მას არ ესწრებიან საკრებულოს დეპუტატები "საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან".
ლიდერთა საბჭოს წევრები ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ. ისინი 14:00 საათზე ბრიფინგის გამართვას გეგმავენ, სადაც ბორჯომის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლებებსა და საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრებენ.
Print