ახალი ამბები
ბორჯომის მერიამ მუშაობა განაახლა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის ინიციატივით მიმართა
დღეიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ყველა სამსახურმა მუშაობა გააგრძელა. თანამშრომლებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. მოქალაქეების მიღებაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება საკრებულოს რიგგარეშე სხდომას, მისი მოწვევის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს დღეს განცხადებით მიმართა. საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, დღის წესრიგში ისევ საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხის დამტკიცების საკითხი დადგება.
Print