ახალი ამბები
დღე მესამე, პროტესტი ბორჯომის თვითმმართველობაში
ბორჯომის მერიის თანამშრომლები კვლავ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, მესამე დღეა მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პარალიზებულია. მოქალაქეები მათთვის საჭირო და გადაუდებელ მომსახურებას ვერ ღებულობენ.
დღეს დილიდან მერიის არცერთი თანამშრომელი სამსახურში არ გამოცხადდა. შენობაში არ იმყოფება არც მერი და არც საკრებულოს თავმჯდომარე.
ტელეკომპანია" ბორჯომი" მათთან დაკავშირებას ამ დრომდე ცდილობს, როგორია გადაწყვეტილების მიმღები პირების და დაპირისპირებული მხარეების გეგმები, იმედი გვაქვს ამ კითხვაზე პასუხს მივიღებთ.
ქალაქში ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ საქალაქო სამსახურები.


Print