კრიზისის შემოქმედი არის ზაზა ჩაჩანიძე - გიორგი ფერაძე
15:00 / 01.03.2018
დღეს ბორჯომის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთი მთავარი
მოთხოვნა დაფიქსირდება, გადადგეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე -
აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან"
მმართველი პარტიის დეპუტატი გიორგი ფერაძე. ფერაძე ამბობს რომ
ცენტრალური ხელისუფლებიდან პარტიის ლიდერებს არ ელოდებიან და
პროცესებს ადგილობრივი ძალებით მართავენ. იმ შემთხვევაში თუ მათი
მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქცია არ დაიშლება.
ბორჯომში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დღეს,
17:00 საათზეა დაგეგმილი. აქციაზე საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის
წევრებს და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ელოდებიან.