ახალი ამბები
"ქართული ოცნება" დღეს ბორჯომში აქციას გეგმავს
გუშინ, გვიან ღამით, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა, სადაც მათ მიერ დაგეგმილი აქცია დაანონსა. ზუსტი დრო და ადგილი მედიისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. ირაკლი კვირკველიას განცხადებით, საკრებულოს 17-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცებას, თუმცა ოქმს ხელს არ აწერს საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე. მმართველი გუნდის ინფორმაციით, ისინი აქციას საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით გამართავენ.
Print