ახალი ამბები
ვითხოვ რეაგირებას სამართალდამცავებისგან - გიორგი გიუაშვილი
ამ დრომდე შსს-ს ბორჯომის განყოფილებაში იმყოფებოდა საკრებულოს დეპუტატი ლეიბორისტული პარტიიდან გიორგი გიუაშვილი, იგი პოლიციაში მას შემდეგ დაიბარეს რაც მასა და "ქართული ოცნების" დეპუტატ ივანე შალუტაშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მის მხარდასაჭერად მივიდა პოლიციის შენობასთან ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავაც.

ამ დრომდე ბორჯომის საკრებულოს შენობაში, საკუთარ კაბინეტში იმყოფება საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, მერიის თანამშრომლები და "ქართული ოცნების" მხარდამჭერები კი მის გადადგომას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.
დაძაბული მდგომარეობა ბორჯომის თვითმმართველობაში 11 საათია გრძელდება.
Print