ახალი ამბები
კადრები ბორჯომის საკრებულოდან უკომენტაროდ
ბორჯომის საკრებულოში, ოპოზიციის მხარდასაჭერად, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია ჩამოვიდა. ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა , ამის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა ბორჯომის საკრებულოში ცოცხები შემოუყარეს და მისი მმართველობის პერიოდი გაახსენეს. "ქართული ოცნება" და მისი მხარდამჭერები, საკრებულოს თავმჯდომარის ზაზა ჩაჩანიძის გადაყენებას ითხოვენ. ბორჯომის საკრებულოში დაპირისპირება მწვავდება. ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
Print