პოლიტიკა
ბორჯომის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 475 000 ლარით გაიზარდა
დღეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 2 475 000 ლარით გაიზარდა, რაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. ასევე განიხილეს მუნიციპალიტეტში მოქალაქეების მიერ სოციალური დახმარების მიზნით შესული განცხადებები. დეპუტატებმა სხდომაზე კენჭი სულ 6 საკითხს უყარეს.
Print