პოლიტიკა
"ქართული ოცნება" ბორჯომს სააგიტაციო მასალისგან ათავისუფლებს
ბორჯომში "ქართულმა ოცნებამ" ქუჩების სააგიტაციო მასალისგან გათავისუფლება დაიწყო. დღეს, პარტიის წევრები და აქტივისტები ქალაქის უბნებში გადანაწილდნენ და წინასაარჩევნოდ ბორჯომში გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყეს. "ქართული ოცნება" სხვა საარჩევნო სუბიექტებს ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებს. პარტიაში ამბობენ, რომ მათი სააგიტაციო მასალისგან ქალაქის სრულად გათავისუფლება რამდენიმე დღეში დასრულდება.
Print