პოლიტიკა
ბორჯომის საოლქოში საჩივრები ხმაურის ფონზე განიხილეს
ხმაურის ფონზე დაიწყო დღეს ბორჯომის #36 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლებმა ახალქალაქის რამდენიმე უბანზე დაფიქსირებული დარღვევები გააპროტესტეს და ხმების ხელახლა დათვლა მოითხოვეს, შემდგომ კი პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.
შეგახსენებთ, ოპოზიციურმა პარტიებმა საჩივარი საოლქო კომისიაში, ახალქალაქის 6 უბანზე დაფიქსირებული დარღვევების გამო შეიტანეს. კომისიაში დაწერილი ყველა განცხადება/საჩივრის განხილვა დღეს მოხდა.


Print