არჩევნები 2016
8 ოქტომბრის არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები 09:00 სთ-ის მდგომარეობით
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას 09:00 სთ-ის მდგომარეობით არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები გააცნო. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების ნაწილში ინტენსიურად მიმდინარეობს ოქმების მონაცემების შეტანა, „ამ ეტაპზე დამუშავებულია 1415 ოქმი, რომლის შედეგებიც უკვე ხელმისაწვდომია ცესკოს ვებ-გვერდზე (results.cec.gov.ge); თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, თქვენ ინდივიდუალურად შეგიძლიათ ნახოთ მაჟორიტარი კანდიდატების შედეგები.“
აქვე აღვნიშნავ, რომ შედეგები არ იძლევა შესაძლებლობას ზუსტად განისაზღვროს რამდენ შემთხვევაში და რამდენ საარჩევნო ოლქში იქნება მეორე ტური. თუმცაღა, ამ დროისთვის დათვლილი შედეგები ჯერ-ჯერობით აჩვენებს სურათს, რომ შესაძლებელია საკმაოდ დიდი რაოდენობის საარჩევნო ოლქებში დაინიშნოს მეორე ტურები. აქედან გამომდინარე, თითოეული უბნის შედეგი არის მნიშვნელოვანი, იმ თვალსაზრისით, რომ საბოლოოდ ვნახოთ სურათი წინასწარი მონაცემების მიხედვით, - სად იქნება დიდი ალბათობით შესაძლებელი მეორე ტურების გამართვა. ჩვენ სადღეღამისო რეჟიმში და დღის განმავლობაში ვაგრძელებთ საუბნო შემაჯამებელი ოქმების დამუშავებას, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე 100 პროცენტამდე ოქმები დამუშავდეს როგორც პროპორციულ ისე მაჟორიტარულ ნაწილში,“ განაცხადა თამარ ჟვანიამ.
ცესკოს თავმჯდომარემ მედიას პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები 2345 უბნის მიხედვით გააცნო:
Print