პოლიტიკა
"მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს" - გიორგი კვირიკაშვილი
"მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს; ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას და კეთილდღეობას ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის" - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საბურთალოს მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა, სადაც არჩევანი ოჯახთან ერთად დააფიქსირა. პრემიერმა საქართველოს მოსახლეობას არჩევნების დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.


Print