ახალი ამბები
საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მიანიჭეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა. ამის შესახებ მიშელი ტვიტერზე წერს:

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.

საბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. საბჭომ მოიწვია კომისია, რათა მარტამდე მოამზადოს ანგარიში".

გილოცავთ საქართველო - ასე ულოცავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ელჩები სპეციალურ მიმართავს ვიდეორგოლის საშუალებით ავრცელებენ.

“საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზავნილი აქვთ საქართველოს მოსახლეობისთვის - გილოცავთ საქართველო“ , -აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.


Print