ახალი ამბები
საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში არჩევნები იმართება
დღეს, 29 აპრილს, საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება - სულ გახსნილია 165 საარჩევნო უბანი. საქართველოს სხვა ნაწილში კენჭისყრა არ ტარდება.


მოქალაქეები ირჩევენ: საქართველოს პარლამენტის ფოთი-სენაკი-ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.


პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი:



ფოთი-სენაკი-ხობი

"ქართული ოცნება" - გიორგი ხახუბია;

"თავისუფალი საქართველო" - ბესიკ წულეისკირი.






მერის არჩევნები:


ცაგერი

"ქართული ოცნება" - ლევან ზალკალიანი.



თერჯოლა

"ქართული ოცნება" - მანუჩარ რობაქიძე.






საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი:


ქუთაისი

"ქართული ოცნება" - მიხეილ გიორგაძე.


თიანეთი

"ქართული ოცნება" - იოსებ მათურელი.



ახალციხე

"ქართული ოცნება" - როინ ნებაძე.



გურჯაანი

"ქართული ოცნება" - ზურაბ მუხლიაშვილი.



ტყიბული

"ქართული ოცნება" - გიორგი კერესელიძე;

დამოუკიდებელი კანდიდატი - გიორგი გაგოშიძე.






ხმის მიცემის პროცესი ძირითადად ელექტრონული წესით იქნება:


ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 117 საარჩევნო უბანზე ჩატარდება და მასში მონაწილეობას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 91% მიიღებს;

ცესკოს ინფორმაციით, 48 საარჩევნო უბანზე (მათ შორის არის პენიტენციურ დაწესებულებაში გახსნილი ერთი უბანიც) კენჭისყრა ძველი წესით ჩატარდება, თუმცა ბიულეტენები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

"უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმები, რომელიც დასკანერდება პლანშეტით და გამოიგზავნება პირდაპირ ცესკოში", - თქვა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.


რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ამ ათ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჯამში 185 056-ია.
Print