პოლიტიკა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ სამდღიანი მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ მიიღო. დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.

კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა 35-მა დეპუტატმა მისცა, მხარი 1-მა დაუჭირა. სხდომას სულ 112 დეპუტატი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით 13-ის წინააღმდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

Print