ახალი ამბები
"ამ გადაწყვეტილებით არაფერი დასრულებულა, პირიქით, დაიწყო" - ჯაბა ნათენაძე UDM
სამცხე-ჯავახეთში მოქმედი, "დემოკრატ მესხთა კავშირის" წარმომადგენელი, "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გაწვევას აფასებს და ამბობს, რომ ამით პროცესი კი არ დასრულდა, პირიქით, დაიწყო. ჯაბა ნათენაძე იმ გაცემულ პირობებს იხსენებს, რომლებიც მმართველმა პარტიამ დაარღვია. ნაადრევი კენჭისყრა, პროპორციული არჩევნები და შარლმ მიშელის შეთანხმება - ჯაბა ნათენაძის თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოება, ამ გადაწყვეტილებების დროს შეცდომაში შეიყვანა. ნათენაძე, "ქართული ოცნების" მორიგ დაპირებას უნდობლობას უცხადებს და თვლის, რომ ბრძოლა ბოლომდე უნდა გაგრძელდეს.
Print