ახალი ამბები
რას მოუტანს ხალხს, კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ,თუ დამტკიცდა - გიორგი ბურჯანაძე
კანონპროექტი, რომელსაც მიმდინარე კვირაში სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ - იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მიიღებს „ხალხის ძალის“ მიერ შემუშავებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, საქართველოში არსებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, რომლებიც პარტნიორი ქვეყნებიდან დაფინანსებას იღებენ, "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ მათი შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა და მედიასაშუალებები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. მიმდინარეობს პეტიციის შეგროვება. რა შეიცვლება საქართველოში, კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში და როგორ აისახება ეს ხალხზე - "კვირის ამბების" სტუმარი სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

Print