ახალი ამბები
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

მათივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ გადაიყვანენ.

„ხელისუფლების მიერ გავრცელებულმა კადრებმა,სადაც ვიხილეთ, რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რათა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიიყვანოს სიკვდილამდე, გულგრილი არ დატოვა არავინ. ამ ყველაფერს არ შევხვდებით გულგრილად. დღეს მე და ჩემმა მეგობრებმა, მიუხედავად ფრაქციაში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, მიხეილს სააკაშვილის გადაყვანამდე, იმ ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა უზრუნველყოფილი იქნება, ვაცხადებთ შიმშილობას. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვართ, ეს პროტესტი მზარდი იქნება, იქნება პარლამენტის კედლებშიც და მის გარეთაც“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
Print