ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ დავით ვარდიაშვილი დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულს ახალი მოადგილე ჰყავს. დავით ვარდიაშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს ბესიკ ამირანაშვილმა სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.

რწმუნებულის მოადგილის პოზიციამდე ვარდიაშვილი მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოში. სხვადასხვა წლებში იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე, მუშაობდა ასევე შემოსავლების სამსახურსა და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციაში.

დავით ვარდიაშვილმა 1991 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი,ხოლო 2000 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ეწევა სამეცნიერო საქმიანობას და მინიჭებული აქვს სხვადასხვა წოდება.


წყარო: მეცხრე არხი
Print