პოლიტიკა
ბორჯომში სამი კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება - ოთარ არბოლიშვილი
დღეს ჩატარებულ საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განხილული იყო რუსთაველის ქუჩაზე არსებული სამი კორპუსის ფასადის რეაბილიტაცია.

ბორჯომის მერის ოთარ არბოლიშვილის განცხადებით, სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. კორპუსების რეაბილიტაციისთვის მილიონ ნახევარი ლარია გამოყოფილი. პროექტი დაფინანსებული იქნება, რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან. კორპუსების რეაბილიტაციასთან ერთად, ბორჯომის თვითმმართველობაში, მომავალი წლიდან არაერთი პროექტის განხორციელებას აანონსებენ.

Print