ახალი ამბები
"უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში" - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმკაცრესად გმობს რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის ქალაქ იზიუმში.

ამ განცხადებას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ აქვეყნებს.


„უმკაცრესად ვგმობ რუსეთის მიერ ჩადენილ სისასტიკეს იზიუმში. ომის ამ დანაშაულებებს სამართლებრივად უნდა გაეცეს პასუხი. უკრაინა არ დაეცემა და დადგება მშვიდობა! #SlavaUkraini“ - წერს საქართველოს პრეზიდენტი.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქალაქ იზიუმის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელებმა სამხედრო პოლიგონზე სულ მცირე 440 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. მედიის ინფორმაციით, მათ შორის არიან ბავშვები. ცხედრების დიდ ნაწილს კი წამების კვალი აქვს.

უკრაინის არმიამ ხარკოვის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ იზიუმსა და სხვა რაიონებზე კონტრშეტევა სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და მალევე გაათავისუფლა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ იზიუმიდან რუსული ქვედანაყოფების გასვლა 10 სექტემბერს დაადასტურა.

გაზაფხულზე, რუსეთის სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ, მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაშიც.
Print