პოლიტიკა
ვადამდელი არჩევნები ძალიან დიდი აბსურდი და სისულელეა – კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა აბსურდულია.

ასე უპასუხა მან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს.

„პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“. ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა… რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს კონსტიტუციითაა გათვალისწინებული. პოლიტიკური კრიზისი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ოლიგარქის რუსული ოცნება ყველაფერს აკეთებს საპირსიპიროდ, ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების საწინააღმდეგოდ. ხელისუფლება დაუპირისპირდა ხალხს და ასეთი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს მალე.

დასაკარგი დრო არ გვაქვს, დღეს არსებული უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს და ამაზე პასუხს ვაგებთ ყველა. სწორედ ამიტომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები“.


Print