ლერი ბარნაბიშვილი რეგიონში მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა (R)
11:37 / 08.08.2022
საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი
ბარნაბიშვილი სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ
ამირანაშვილთან ერთად მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს
თავმჯდომარეებს შეხვდა.
შეხვედრის დროს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე მათ
შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებულ
პროექტ „განახლებულ რეგიონებზე“ ისაუბრეს.
ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებისგან და საკრებულოს
თავმჯდომარეებისგან ქალაქებში და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე
პირადად მიიღო ინფორმაცია. ბარნაბიშვილის განცხადებით რეგიონების
განვითარება ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტია.
აღსანიშნავია რომ მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 479
პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გამართავს.