ახალი ამბები
"ქართული ოცნების" ლიდერებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს
დღეს, 28 ივლისს, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ბორჯომში შეხვედრა გამართეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ბორჯომში, პარტიის სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ლიდერებს, მუნიციპალიტეტების მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე, რომელსაც ასევე დაესწრნენ უმრავლესობის წევრები ანტონ ობოლაშვილი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს შიდა და საგარეო პოლიტიკურ პროცესებზე და საშუალოვადიან გეგმებზე იმსჯელეს.

რეგიონული შეხვედრები უკვე გაიმართა მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან.

Print