გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე
გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე
გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა.გიორგი ქარდავა,
რომელიც ადრე გენერალური მდივნის პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის
თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი ადგილი შოთა მარტინენკომ
დაიკავა."ალტ-ინფოს პარტია უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე მისი შემოსავალია
და ბრუნვის გარდა, პარტია არაფულად შემოწირულობასაც მალავს" -
აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი
აქვეყნებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის კონსერვატიულ პარტიას, რომელიც
ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის გამავრცელებელია, თანხა 210
პირმა შეწირა. ფულადი შემოწირულობის ჯამური ოდენობა კი 209,169 ლარს
შეადგენს.
როგორ
ფარავს ხარჯებს კონსერვატიული მოძრაობა?
"პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” 2021 წლის 7 დეკემბერს
ალტ-ინფომ დაარსა. არ არის გასაკვირი, რომ ახალი პოლიტიკური
გაერთიანება ალტ-ინფოს რიტორიკის გამგრძელებელია და ამჯერად უკვე
რეგიონებში აგრძელებს ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდის
გარცელებას.
კონსერვატიულმა მოძრაობა/ ალტ-ინფო რეგიონალურ ოფისებს გახსნით არის
დაკავებული და ამ დროისათვის 64 ოფისი აქვს გახსნილი.
კონსერვატიული მოძრაობა/ ალტ-ინფოს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის დიდ
სხვაობაზე, ფლანგვის დეტექტორის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გვქონდა
საუბარი. საინტერესოა, რომ რიცხვები არც ამჯერად შეცვლილა.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით კონ. მოძრაობას არ აქვს ამ
დროისათვის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, თუმცა როგორც
ადგილობრივები აცხადებენ საოფისე ფართის ხარჯი რეგიონებში საშუალოდ
1000-1500 ლარია, ამ თანხას ასევე ემატება იქ დასაქმებული ოფისის
ხელმძღვანელების ხარჯიც (დაახ. >500).
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში პარტიის
შემომწირველთა ოდენობა გაიზარდა, შემოწირულობებიდან მიღებული თანხა
კვლავ არასაკამარისია კონსერვატიული პარტიის ხარჯების დასაფარად.
ამ დროისათვის კონსერვატიულ პარტიას თანხა 210 პირმა შეწირა. ფულადი
შემოწირულობის ჯამური ოდენობა კი 209,169 ლარს შეადგენს.
აქედან გამომდინარე კვლავ უცნობია, რა თანხით ახერხებს კონსერვატიული
პარტია/ ალტ-ინფო რეგიონების ოფისების გახსნასა და
ფუნქციონირებას.
თუ ვივარაუდებთ, რომ პარტიის თანხის მობილიზება ხდება კონსტანტინე
მორგოშიას დახმარებით, ამ ფაქტს ისევ კითხვის ნიშნამდე მივყავართ,
რადგად არც კონსტანტინე მორგოშიას და არც ციალა მორგოშიას ქონება არ
არის საკმარისი პარტიის დასაფინანსებლად.
აღსანიშნავია ისიც, რომ პარტიის “საეჭვო” შემოსავლებმა აუდიტის
სამსახურსაც გაუჩინა კითხევები პარტიის დაფინანსების
წარმომავლობაზე.
აუდიტის მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ პარტია „ალტ-ინფო“ 218,000
ლარით დააჯარიმა.
აუდიტის სამსახური
ალტ-ინფოს 2021 წლის დეკლარაციის არასწორად წარდგენასა და არაფულადი
შეწირულებების დამალვას ედავებოდა.
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის დეკლარაციაში პარტია
აღნიშნავდა, რომ დეკემბრის თვეში მათ ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ.
პარტიამ ასევე დამალა არაფულადი შემოწირულობა, როგორც უწყებაში
განმარტავენ, დეკლარაციაში არ იყო ასახული საოფისე თუ სხვა
ინვენტარული მომსახურება.
აუდიტის სამსახურის გაანგარიშებით, პარტიის მიერ ჯამში
არადეკლარირებულმა ხარჯმა 72 ათასი ლარი შეადგინა.
ამასთანავე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განაცხადა: “ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ
გაგვიჭირდება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა,
თუმცა გავასაჩივრებთ მაინც და თუ მაინც მიიღებენ ვერდიქტს,
დავემორჩილებით კანონს. თუ საბოლოო ვერდიქტი იქნება, ვაპირებ,
გადავიხადო”.
ცვლილებები კონსკერვატიულ პარტია/
ალტ-ინფოში
ხოლო რაც შეეხება, პარტიის
საქმიანობას, საინტერესოა რომ ალტ-ინფოს მსგავსად, ცვლილებები
კონსერვატიული პარტიის მმართველ გუნდსაც შეეხო.
ცვლილებებზე მოთხოვნა ამ შემთხვევაშიც 28 მარტს
გააკეთეს. გიორგი ქარდავა, რომელიც ადრე გენერალური მდივნის
პოზიციას იკავებდა, ამჯერად პარტიის თავჯდომარე გახდა, ხოლო მისი
ადგილი შოთა მარტინენკომ დაიკავა. ყოფილი
გენერალურ მდივანი, ზურაბ მახარაძე, ამონაწერში აღარ გვხდება.
პარტიამ ასევე მოითხოვა სახელწოდების
ცვლილებაც და ძველ სახელწოდებას ალტ-ინფოც დაამატეს. აქვე
უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა,
რომ პარტიის ვებ-გვერდის პროგრამული უზრუნველყოფა რუსეთიდან ხდება,
კონსერვატიულმა მოძრაობა/ ალტ-ინფომ
გვერდის ჰოსტინგი შეცვალა.
რამ განაპირობა აღნიშული
ცვლილები ამ დროისთვის უცნობია და ალბათ სამომავლოდ ცხადი
გახდება.
საზოგადოებისთვის
ბუნდოვანია ალტ-ინფოს შემოსავლის წარმომავლობა, რასაც
სახელმწიფო აუდიტის მიერ ალტ-ინფოს დაჯარიმებაც მოწმობს.
კონსერვატიული პარტიის შემომწირველთა თანხა არ არის საკმარისი მათ
მიერ გაწეული ხარჯების დასაფარად, შესაბამისად, კვლავ უცნობი რჩება
როგორ და ვისი დახმარებით ახერხებეს ორგანიზაცია ათასობით ლარის
მობილიზებას" - ნათქვამია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.