პოლიტიკა
ნათია თურნავა ლევან დავითაშვილმა შეცვალა
სამთავრობო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილიმა შეცვალა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე კი ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ლევან დავითაშვილის მოადგილედ მუშაობდა.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2019 წლის 18 აპრილიდან იკავებდა.



Print